სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. სააგენტოს მიერ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადის ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა.