სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2014 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2014 წლის 15 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „იუ-ჯი-თი“ ახალი სასწავლო წლის დასაწყისისათვის უზრუნველყოფს პირველკლასელთათვის 46,000 ცალი პორტაბელური კომპიუტერის მიწოდებას.
პერსონალური კომპიუტერების წარმოებაში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის ACER-ის მიერ დამზადებული, შეთავაზებული მოდელი პირველკლასელებს გაუადვილებს კომპიუტერის მოხმარებას:
• მცირე წონა – 1.3 კგ-ზე ნაკლები; რაც სასკოლო მოხმარებაში არსებულ მოდელებზე მინიმუმ 200 გრამით მსუბუქია;
• უფრო დიდი ზომის და მაღალი ხარისხის გარჩევადობის ეკრანი – (11.6 ინჩი, LED backlit TFT LCD, HD 1366 x 768, 16:9 aspect ratio), რაც ბავშვის თვალს ნაკლებად გადაღლის;
• მაღალი სიხშირის და წარმადობის პროცესორი, რაც პირველკლასელებს მომავალ კლასებშიც მისცემს სრულფასოვანი მუშაობის საშუალებას;
• ტექნოლოგიური სიახლე: კომპიუტერი არ საჭიროებს და არ გააჩნია ქულერი, მუშაობს უხმაუროდ და მუშაობის დროს არ ხურდება;
• თხელი კორპუსი და თანამედროვე დიზაინი;
• გამძლე ელემენტი (7 საათი);
• მოდელს უსაფრთხოების მიზნით მომრგვალებული აქვს კუთხეები;
• კომპიუტერს გავლილი აქვს ქარხნული ტესტი ვარდნაზე და მოყვება ევროკავშირში აღიარებული ეკო-სერტიფიკატები უვნებლობაზე;
• პროდუქტს მოყვება ერთწლიანი უფასო საგარანტიო მომსახურება.