მიმდინარე წლის 18 ივლისს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებით საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „2014 წლის სამოქმედო გეგმა“. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი შალუტაშვილი, მოადგილე თეიმურაზ მაჩაიძე და დაგეგმვისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსი თამთა მამულაიძე. მონაწილე მხარეებმა დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები და შეთანხმდნენ სამომავლო გეგმებზე.