თბილისის №103 საჯარო სკოლაში სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. ისანი-სამგორის რაიონში 1000 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლა აშენდება და მოსწავლეებს კომფორტულ გარემოში სწავლის საშუალება მიეცემათ. მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდება.