10 000 ცალი პორტაბელური კომპიუტერი სააგენტოს კოპმანია „იუ ჯი თი“-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე მიაწოდა. 2014 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ახალი სასწავლო წლის დასაწყისისათვის პირველკლასელები უზრუნველყოფილები იქნებიან პორტაბელური კომპიუტერებით. სასკოლო სახელმძღვანელოების მიწოდების პარალელურად სულ 46 000 ცალი პორტაბელური კომპიუტერი გადაეცემათ სკოლებს.