დამატებით 20 000 ცალი პორტაბელური კომპიუტერი უკვე თბილისშია

დამატებით 20 000 ცალი პორტაბელური კომპიუტერი უკვე თბილისშია, კოპმანია „იუ ჯი თი“-მ სააგენტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე უკვე 30 000 ცალი კომპიუტერი მიაწოდა.  სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” 2014 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2014 წლის 15 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „იუ-ჯი-თი“ -მ სააგენტოს ჯამში 46 000 ცალი პორტაბელური კომპიუტერი უნდა მიაწოდოს.
შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად:
– 10 000 ცალი პორტაბელური კომპიუტერის მიწოდების ვადა არაუგვიანეს – 2014 წლის 03 სექტემბერი;
– 16 000 ცალი პორტაბელური კომპიუტერის მიწოდების ვადა არაუგვიანეს – 2014 წლის 09 სექტემბერი;
– 20 000 ცალი პორტაბელური კომპიუტერის მიწოდების ვადა არაუგვიანეს – 2014 წლის 12 სექტემბერი;

2014-2015 სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებული 41 359 პირველკლასელი მიიღებს გაუმჯობესებული ხარისხის კომპიუტერს.
პერსონალური კომპიუტერების წარმოებაში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის ACER-ის მიერ დამზადებული, შეთავაზებული მოდელი პირველკლასელებს გაუადვილებს კომპიუტერის მოხმარებას:

• მცირე წონა – 1.3 კგ-ზე ნაკლები; რაც სასკოლო მოხმარებაში არსებულ მოდელებზე მინიმუმ 200 გრამით მსუბუქია;
• უფრო დიდი ზომის და მაღალი ხარისხის გარჩევადობის ეკრანი – (11.6 ინჩი, LED backlit TFT LCD, HD 1366 x 768, 16:9 aspect ratio), რაც ბავშვის თვალს ნაკლებად გადაღლის;
• მაღალი სიხშირის და წარმადობის პროცესორი, რაც პირველკლასელებს მომავალ კლასებშიც მისცემს სრულფასოვანი მუშაობის საშუალებას;
• ტექნოლოგიური სიახლე: კომპიუტერი არ საჭიროებს და არ გააჩნია ქულერი, მუშაობს უხმაუროდ და მუშაობის დროს არ ხურდება;
• თხელი კორპუსი და თანამედროვე დიზაინი;
• გამძლე ელემენტი (7 საათი);
• მოდელს უსაფრთხოების მიზნით მომრგვალებული აქვს კუთხეები;
• კომპიუტერს გავლილი აქვს ქარხნული ტესტი ვარდნაზე და მოყვება ევროკავშირში აღიარებული ეკო-სერტიფიკატები უვნებლობაზე;
• პროდუქტს მოყვება ერთწლიანი უფასო საგარანტიო მომსახურება.