მიმდინარეობს №133 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ 2014 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს სსიპ “ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის № 133 საჯარო სკოლის” საკლასო ოთახებისა და დერეფნების რეაბილიტაცია, სარინელის, წყლის გადამყვანი და სადრენაჟო სისტემის მოწყობა, გარე ვიტრაჟის კარებების შეცვლა, არსებული ელექტროსისტემის რეაბილიტაცია. დღეის მდგომარეობით დასრულებულია სადემონტაჟო სამუშაოები და მიმდინარეობს იატაკის მოწყობის სამუშაოები ოთახებსა და დერეფნებში.