სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” 2014 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ძველი თბილისის და დიდგორის რაიონების საჯარო სკოლებს გადაეცათ პორტაბელური კომპიუტერები პირველკლასელთათვის. დღეის მდგომარეობით კომპიუტერები მიეწოდება დასავლეთ საქართველოს რეგიონების სკოლებს. პორტაბელური კომპიუტერების გადაცემა სკოლებისთვის ხდება ეტაპობრივად. 2014-2015 სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებული 41 359 პირველკლასელი მიიღებს გაუმჯობესებული ხარისხის კომპიუტერს.