პორტაბელური კომპიუტერების მიწოდების პროცესი დასრულებულია, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლის პირვეკლასელი კომპიუტერით იქნება უზრუნველყოფილი.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ახალი პორტაბელური კომპიუტერების ტექნიკურ მახასიათებლებს:
• მცირე წონა – 1.3 კგ-ზე ნაკლები; რაც სასკოლო მოხმარებაში არსებულ მოდელებზე მინიმუმ 200 გრამით მსუბუქია;
• უფრო დიდი ზომის და მაღალი ხარისხის გარჩევადობის ეკრანი – (11.6 ინჩი, LED backlit TFT LCD, HD 1366 x 768, 16:9 aspect ratio), რაც ბავშვის თვალს ნაკლებად გადაღლის;
• მაღალი სიხშირის და წარმადობის პროცესორი, რაც პირველკლასელებს მომავალ კლასებშიც მისცემს სრულფასოვანი მუშაობის საშუალებას;
• ტექნოლოგიური სიახლე: კომპიუტერი არ საჭიროებს და არ გააჩნია ქულერი, მუშაობს უხმაუროდ და მუშაობის დროს არ ხურდება;
• თხელი კორპუსი და თანამედროვე დიზაინი;
• გამძლე ელემენტი (7 საათი);
• მოდელს უსაფრთხოების მიზნით მომრგვალებული აქვს კუთხეები;
• კომპიუტერს გავლილი აქვს ქარხნული ტესტი ვარდნაზე და მოყვება ევროკავშირში აღიარებული ეკო-სერტიფიკატები უვნებლობაზე;
• პროდუქტს მოყვება ერთწლიანი უფასო საგარანტიო მომსახურება.