რეაბილიტირებული სკოლები 2014

2014 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით:

“საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ ფარგლებში:

• დასრულდა ქვეყნის მასშტაბით 143 საჯარო სკოლის, მიმდინარეობს  95 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და დასრულებულია  2 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა.

• მიმდინარეობს 7 ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები.

• ჩატარდა პროფესიული კოლეჯების აზომვითი სამუშაოები,მომზადდა შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს 7 პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია.

• დასრულდა 1 საჯარო სკოლის გაზიფიცირება, 1 საჯარო სკოლის გათბობის სისტემის რეაბილიტაცია. მიმდინარეობს 20 სკოლის გათბობის სისტემის რეაბილიტაციის  და 25 საჯარო სკოლების გაზიფიცირების ტენდერები.

• მიმდინარეობს 11 სკოლის  და 7 ახალი ასაშენებელი სკოლის პროექტირება

 

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიც უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება ვინაიდან, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება განათლების სამინისტროსთვის და შესაბამისად საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთვის.