წარჩინებულების დაჯილდოება გრძელდება

დღეს, 4 დეკემბერს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ ქალაქ რუსთავის მერ დავით ჯიქიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძესთან და პარლამენტის წევრ ზვიად ძიძიგურთან ერთად ქ. რუსთავის #21 საჯარო სკოლაში ქვემო ქართლის რეგიონის 89 წარჩინებულ მოსწავლეს გადასცეს HP Pro Book 455 Notebook PC-ის მოდელის კომპიუტერები. წარჩინებულების დაჯილდოება გრძელდება.