9 დეკემბერს მუხრანში ახალი, 240 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა გაიხსნა. სასწავლო პროცესი სკოლაში უკვე მიმდინარეობს. მუხრანის საჯარო სკოლის ძველი შენობა გასული საუკუნის დასაწყისში აშენდა, ავარიულობის გამო იქ სწავლა აღარ მიმდინარეობდა. მუხრანის საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაპროექტდა და აშენდა- გათბობის სისტემით, სტადიონით, შიდასპორტული მოედნით, ბიბლიოთეკით, საბუნებისმეტყველოკლას-კაბინეტით და ხელოვნების კაბინეტით, სკოლა არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მოწყობილია პანდუსები როგორც მთავარ ასევე, სპორტული დარბაზის შესასვლელებში. ადაპტირებულია სველი წერტილებიც. სკოლას აქვს ექიმის კაბინეტი და სასადილო ოთახი. სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკითაა აღჭურვილი. მუხრანის საჯარო სკოლა ახალ სკოლებს შორის პირველია, სადაც ფუნქციონირებს ადაპტირებული ლიფტი. გახსნას დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ დირექტორი გრიგოლ გაგოშიძე და დირექტორის მოადგილე თემურ მაჩაიძე.