ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია თბილისის საჯარო სკოლებში

სსიპ „საგანამანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“-ს 2015 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით თბილისში გათვალისწინებულია 133 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია  და 1 სკოლა პანსიონის – N200 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია

N103 N61და N100 საჯარო სკოლების მშენებლობის დაწყება

N14 N203 დაN86 საჯარო სკოლების სადემონტაჟო  პროექტის მომზადება და მშენებლობის დაწყება

დღეის მდგომარეობით კი დასრულებულია  21 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები

N200 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია

50 საჯარო სკოლაში სამედიცინო კაბინეტის მოწყობა

ხოლო N103 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს  ახალი სასწავლო შენობის მშენებლობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სააგენტოს დირექტორი გრიგოლ გაგოშიძე პირადად აკვირდებიან  მიმდინარე სამუშაოებს.