შპს „გამომცემლობა კოლორმა“ დაასრულა 2018-2019 სასწავლო წლისთვის საჭირო 7-12 კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვა. შესაბამისად სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ დასავლეთ საქართველოს რეგიონებით დაიწყო წიგნების დარიგების მეორე ეტაპი, რომელიც ივნისის ბოლოს დასრულდება.