საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ მეჯვრისხევში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს მთლიანი შენობის, გათბობის, წყალშემკრები და წყალსაწრეტი სისტემების სრულ რეაბილიტაციას, ეზოს შემოღობვას, ჭიშკრის ორი ახალი კარის მონტაჟსა და ეზოში არსებული სამანქანო გზების მოასფალტებას, სპორტდარბაზის გამაგრებას, დამხმარე ნაგებობის დემონტაჟსა და მის ადგილზე სამსართულიანი ახალი ფრთის მიშენებას, ბუფეტის, სამზარეულოსა და სამედიცინო ოთახის მოწყობას

სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც დიდ მეჯვრისხევს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის შენობა ექნება. ამ ეტაპზე, სკოლის 416 მოსწავლე მეზობელი სოფლის, ხელთუბნის საჯარო სკოლაში აგრძელებს სწავლას. მათი ტრანსპორტირების ხარჯებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს

პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.