შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა მიმდინარეობს.

 პროექტით 250 სტუდენტზე გათვლილ თანამედროვე ტიპის შენობაში  სრულად იქნება გათვალისწინებული  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები;  ზედა სართულების ხელმისაწვდომობის მიზნით  იფუნქციორებს ლიფტი, მოეწყობა პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.

პირველ სართულზე განთავსდება  სასწავლო, ხოლო მეორე სართულზე რეკრეაციული სივრცე , რეპორტიორობის – ჟურნალისტიკის პროგრამები, ბუღალტრული აღრიცხვა, საფინანსო სერვისები, საოფისე საქმის სასწავლო პროგრამა და სამასწავლებლო.

კოლეჯის მშენებლობა ზუგდიდისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ახალგაზრდების პროფესიულ მომზადებას და შემდგომში მათ დასაქმებას.

პროფესიულ განათლებაში მიმდინარე პროცესებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამ სფეროთი საზოგადოების დაინტერესება, ამას მოწმობს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა და მათი დასაქმების მაჩვენებელი.