ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. 120 მოსწავლეზე გათვლილ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი სრულყოფილი განათლების მისაღებად: ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ექიმის კაბინეტი და სასადილო. აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ინვენტარითა და ტექნიკით. ტერიტორიაზე მოწყობილია დახურული სპორტული დარბაზი და ფეხბურთის ბუნებრივსაფარიანი სპორტული მოედანი; გამწვანებული სარეკერაციო სივრცე და სათამაშო მოედანი.
სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინასნებით სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების სრული დაცვით, ასევე ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით განახორციელა.
მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.