მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

ბრაილის შრიფტით აწყობილი  და რელიეფური ნახატებით დაბეჭდილი სახელმძღვანელოების დარიგება

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ  „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის   ბრაილის შრიფტით აწყობილი  და რელიეფური ნახატებით დაბეჭდილი ახალი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები შეისყიდა.

პირველ ეტაპზე, სსიპ ქ. თბილისის N202 საჯარო სკოლას I-IV კლასის 39 მოსწავლისთვის გადაეცა  რელიეფური და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი  ინგლისური და რუსული ენების, მათემეტიკის, ბუნებისმეტყველების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები.

სახელმძღვანელოები ასევე გადაეცემა სსიპ ქ. ბათუმის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს.