მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია!

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარებს სააგენტომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა. აჭარელი ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელ აფნიაში  მცხოვრებ ბავშვებს  ატიპიურ შენობაში უწევდათ განათლების მიღება, დღეიდან კი ისინი ახალ, თანამედროვე შენობაში გააგრძელებენ სწავლას. 20-25 ბავშვიანი, მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა  და ინვენტარით. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მშენებლობისას გამოყენებულია თანამედროვე, ენერგო ეფექტური და უსაფრთხო სამშენებლო მასალა. პროექტი მოიცავს სარეკრეაციო სივრცეს, სადაც განთავსებულია აქტივობის კუთხე, მცირე ბიბლიოთეკა და სამასწავლებლო. სკოლის მშენებლობაზე ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა.