სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2017-2018 სასწავლო წლისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ”ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო რესურსცენტრებს საჯარო და კერძო სკოლებისთვის გადასაცემად დაურიგა 38003 ცალი სასკოლო ჟურნალი.