2017 წლის 21 ივლისს დასრულდა ხუთ დღიანი სამუშაო შეხვედრა „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია“-ს ( MCC), „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო“-ს (MCA-Georgia) და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (ESIDA) შორის, რომელიც 17 ივლისს გახსნეს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ – თეიმურაზ მურღულიამ და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო“-ს (MCA-Georgia) აღმასრულებელმა დირექტორმა – მაგდა მაღრაძემ.
შეხვედრის მიზანი იყო საჯარო სკოლების ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების სისტემის შემუშავება, რომელიც მოიცავს საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობას; აგრეთვე განხილულ იქნა განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები; სკოლის შენობების ელექტროენერგიით, გაზითა და წყალით მომარაგება, ეზოების კეთილმოწყობა და სხვა.