,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალებითა და სხვა საინფორმაციო მასალებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის” ფარგლებში წელს პირველად დაიბეჭდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის საინფორმაციო სანიშნეები, რომლებიც გადაეცა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის ყველა მოსწავლეს. კამპანიის მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება გადაუდებელი დახმარების ნომრის – „112“-ის და საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის შესახებ. სანიშნეებზე განთავსებულია ინფორმაცია 112-ზე ზარების განხორციელების მიზანშეწონილობისა და ცრუ ზარის განხორციელების ან გართობის მიზნით დარეკვის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული სანქციების თაობაზე. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ დაიბეჭდა 595 000 ცალი სანიშნე.