ხაშურში პროფესიული კოლეჯი იფუნქციონირებს

პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქალაქ ხაშურში ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა მიმდინარეობს.

150 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი შენობაში მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მათ შორის მაღალ ტექნოლოგიური სახელოსნოები. კოლეჯი სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის.

 გარდა სასწავლო კორპუსისა, სასწავლებლის ეზოში განთავსდება თანამედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი.

კოლეჯში შესაძლებელი იქნება რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ისეთი პროფესიების დაუფლება, როგორიცაა: ელექტროობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შედუღება, იატაკის მოპირკეთება, ქვის სამუშაოების წარმოება, კულინარია, კონდიტერია, ვეტერინარია, მეფუტკრეობა, მებაღეობა, სატყეო საქმე და სხვა.