სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა და მოადგილემ მამია მორალიშვილმა კარფურ თბილისი მოლის გენერალურ მენეჯერ ზიად ხამრასთნ ერთად ქალაქ თბილისის №200 საჯარო სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები და ენახათ მათ მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრები.
ქ. თბილისის N200 საჯარო სკოლა-პანსიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 88 მოსწავლე სწავლობს. აღსაზრდელები უზრუნევლყოფილნი არიან მათ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სამედიცინო და თერაპიული მომსახურებით.