სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“-ს მიერ დაპროექტებულ იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარის პროფესიული სასწავლებელი, რომლის ძველი იერსახის აღდგენა და რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყება. რამოდენიმე მილიორი ლარის ინვესტიცია იგეგმება წინამძღვრიანთკარის სარეაბილიტაციოდ და სასწავლებლის ტერიტორიაზე მეცხოველეობის ფერმის ასაშენებლად.
პროფესიული სასწავლებელის საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა ილია წინამძღვრიშვილმა 1883 წელს, საკუთარ მამულში, თავისი ხარჯითა და საზოგადოების დახმარებით, გახსნა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლა. 1933 წელს სკოლის ბაზაზე შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. 2006 წლის მონაცემებით, სასწავლებელი ორიენტირებული იყო აგრარულ მიმართულებებზე. 2010 წელს პროფესიული სასწავლებლის ლიკვიდაცია განხორციელდა.