წილკანის საჯარო სკოლა-კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი

2015-2016 სასწავლო წელის 300–მდე მოსწავლე სოფელ წილკანის ახლად აშენებულ სკოლაში შეუდგა სწავლას. წილკანის ახალი სკოლა გათვლილია 450 მოსწავლეზე. სკოლას აქვს გარე სპორტული მოედანი, შიდა სპორტული დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი, ბუფეტი, ლიფტი, 20 საკლასო ოთახი. სკოლის შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სკოლაში ამჟამად სწავლობს 285 მოსწავლე და მუშაობს 26 მასწავლებელი.
ბოლო სამი წლის მანძილზე აშენდა 9 და რეაბილიტირდა 1000-ზე მეტი სკოლა. ამ ეტაპზე, შენდება 8 სკოლა და ხორციელდება 114 სკოლის რეაბილიტაცია. მიმდინარეობს 20 სკოლის პროექტირება, რომელთაგან 6 სკოლის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება.