წარჩინებულების კომპიუტერებით დაჯილდოვება

 21-22 ოქტომბერს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ შიდა ქართლის რეგიონში, გორის, კასპის, ხაშურის და ქარელის რაიონის წარჩინებულ 153 მოსწავლეს გადასცა HP Pro Book 455 Notebook PC-ის მოდელის კომპიუტერები. წარჩინებულების კომპიუტერებით დაჯილდოვება სააგენტოს პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში მიმდინარეობს.