წარჩინებულების დაჯილდოება

წარჩინებულებისთვის კომპიუტერების დაჯილდოების პროცესი გრძელდება, ამ დროისთვის სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ თბილისის, კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის და გურიის წარჩინებულ მოსწავლეებს უკვე გადასცა HP Pro Book 455 Notebook PC-ის მოდელის კომპიუტერები. წარჩინებულების კომპიუტერებით დაჯილდოება სააგენტოს პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში მიმდინარეობს.