ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში უცხო ენის სახელმძღვანელოები დარიგდა

„მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში სახელმძღვანეოების დარიგების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამჯერად ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტს გადაეცა 2019-2020 სასწავლო წლისთვის განკუთვნილი  8-12 კლასის უცხო ენის სახელმძღვანელოები. სააგენტოს მიერ ჯამში შესყიდულ იქნა 4 060 910 წიგნი და რვეული, სულ საერთო ღირებულებით 20 078 540.73 ლარი.

„მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა” 2013 წლიდან წარმატებით ხორციელდება და მისი მიზანია სრული ზოგადი განათლების და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.