ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ახალ სასწავლო წლისთვის დასრულდება.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მიმდინარე სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალის გამოყენებით რემონტდება: საკლასო ოთახები, კიბის უჯრედები, დერეფნები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზი.
სამსართულიანი შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყობა პანდუსი და ადაპტირებული სველი წერტილები. პროექტის ღირებულება მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.