შიდა ქართლში პირველკლასელთა კომპიუტერების დარიგება დასრულდა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ პროგრამა შიდა ქართლის რეგიონში დაასრულა პირველკლასელთა კომპიუტერების დარიგების პროცესი.  პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში 3186 პირველკლასელი მოსწავლე და მათი 192 მასწავლებელი ახალ სასწავლო წელს პორტაბელურ კომპიუტერს მიიღებს.