შეხვედრა ცენტრალური ევროპის განვითარების ბანკის წარმომადგენელთან

დღეს, 20 ნოემბერს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ცენტრალური ევროპის განვითარების ბანკის (CEB) სესხების და სოციალური განვითარების გენერალურ დირექტორ ჟასმინ გლისოვიჩთან, საუბარი შეეხებოდა თბილისის სკოლების რეკონსტრუქციის პროექტს, კერძოდ კი სააგენტო ყოველწლიურად სწავლობს  საჯარო სკოლების მდგომარეობას ავარიულობის თვალსაზრისით და შემდგომ ხელს უწყობს გამაგრებითი სამუშაოების განხორციელებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ენერგოეფექტური სასწავლო შენობების დაპროექტება/მშენებლობასთან დაკავშრებით და ამ საქმეში საქართველოს მთავრობისთვის გრანტისა და გრძელვადიანი კრედიტის გამოყოფის თაობაზე. შეხვედრა ნაყოფიერი და კონსტრუქციული გამოდგა, ორივე მხარე  სამომავლო თანამშრომლობაზე  შეთანხმდნენ.