სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 22 ოქტომბერს, შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისთვის, სკოლას გადასცა სხვადასხვა სახის კომპიუტერული ტექნიკა, მხატვრული ლიტერატურა, საჭირო ავეჯი და თეთრეული, ხოლო მანამდე, სკოლა უზრუნველყოფილი იქნა სასკოლო მერხებით, დაფებით, საკანცელარიო ნივთებით, საკლასო ჟურნალებითა და კომპიუტერით, რამაც ხელი შეუწყო სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.
შეგახსენებთ, რომ სკოლა-პანსიონის მოსწავლეები სასწავლო პროცესს დროებით ალტერნატიულ შენობაში აგრძელებენ, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი მათთვის.