ყულიშკარში საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ახალ სასწავლო წელს სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სწავლა განახლებულ გარემოში დაიწყონ.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში  ყველა პირობა იქნება შექმნილი, რათა მოსწავლეებმა სრულყოფილი განათლება მიიღონ.

პროექტის ფარგლებში გარემონტდა  საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მოეწყო პანდუსი და ადაპტირებული სველი წერტილები.

სკოლის ტერიტორიაზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა გამწვანებული სარეკრეაციო სივრცე.

პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი ღირებულება  700 00 ლარამდეა.