ღია კარის დღე

სსიპ საგანამანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, 2019 წლის 12 დეკემბერს, 2020-2021 სასწავლო წლის პირველკლასელი მოსწავლეებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის გადასაცემი პორტაბელური კომპიუტერების (ბუკი) შესყიდვის სწორად დაგეგმვის მიზნით, სააგენტოში ჩატარდა ღია კარის დღე.
შეხვედრაზე განიხილეს შესასყიდი ბუკების რაოდენობისა და სპეციფიკაციის საკითხი.
შეხვედრას ესწრებოდნენ პორტაბელური კომპიუტერების (ბუკი) შესყიდვით დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები.
ინფორმაცია ღია კარის დღესთან დაკავშირებით განთავსებული იყო შესყიდვების სააგენტოს ოფიცილურ საიტზე.