საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, 2019 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა სამშენებლო კომპანიებისთვის.
ღია კარის დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად როსტომაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა თბილისში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობის ძირითადი კონცეფცია, ქალაქ თბილისის 8 საჯარო სკოლის მშენებლობისა (მათ შორის 2 სკოლა პანსიონი) და 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის საკითხი. აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონოდათ ტენდერის გამოცხადებამდე გაცნობოდნენ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
აღანიშნავია, რომ 2019 წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის 67 მლნ ლარია გამოყოფილი.