სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს მიერ დაგეგმილია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. საკითხის მნიშვნელობიდან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სააგენტომ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის მიზნით სამშენებლო კომპანიებისთვის 17 სექტემბერს, 12 საათზე გამართა ღია კარის დღე. ღია კარის შესახებ ინფორმაცია განთავსდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://procurement.gov.ge/Market-research/kvleva-(1217).aspx.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის
განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა, დირექტორის მოადგილემ გიორგი
თინაძემ და მამია მორალიშვილმა სამშენებლო
კომპანიებს გააცნეს განსახორციელებელი პროექტების ძირითადი კონცეფცია.