დღეს ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის ახლად რეაბილიტირებული კორპუსი გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი თინაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, დღეს სკოლაში 470 მოსწავლეა. ხაშურის პირველ სკოლას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 2016 წელს შენობას 100 წელი შეუსრულდა.