ქ. თბილისის N29 საჯარო სკოლაშისარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა თბილისის N29 საჯარო სკოლაში.
სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა საკლასო ოთახებს, დერეფნებს, კიბის უჯრედებს, სველ წერტილებს, ფოიეს და სპორტული დარბაზს. მთლიანად შეიცვალა ელექტრო გაყვანილობის და წყალკანალიზაციის ქსელი, შენობის სახურავის საწვიმარი მილები და ძაბრები. საკლასო ოთახებში დამონტაჟდა მაღალი ხარისხის მდფ-ის კარები, შეიცვალა იატაკი, ჭერში დამონტაჟდა ეკონომიური და უსაფრთხო ლედ განათება.
რეაბილიტაციის პროცესში გამოიყენებულ იქნა ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა.