საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” დირექტორის მოადგილე თეიმურაზ მაჩაიძემ ქ. თბილისის 126–ე საჯარო სკოლა მოინახულეს, რომელიც იყო ავარიული და ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, ბოლო ორი წლის მანძილზე გაკეთდა – სახურავი, სარინელი, გათბობის თანამედროვე სისტემა, ბიბლიოთეკა და კომპიურეტული ოთახი, რომელიც აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, სამედიცინო ოთახი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საკლასო ოთახებს და დერეფნებს. ვინაიდან სკოლა საკმაოდ დიდია, სარემონტო სამუშაოები ორ ნაწილად გაიყო და უკვე წელს სკოლა სრულად რეაბილიტირებული ხვდება ახალ სასწავლო წელს.
უნდა აღინიშნოს, რომ სკოლაში არის 11 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, რომელთათვისაც დაგეგმილია რესურს ოთახის მოწყობა წლის ბოლომდე, მათთან იმუშავებს ფსიქოლოგი და სპეც მასწავლებელი. სკოლას ასევე გაუკეთდება სპორტული მოედანი, ეს დაპირება მათ მინისტრისაგან მიიღეს.