ქუთაისში 22 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია იგეგმება

სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, თეიმურაზ მაჩაიძე ქალაქ ქუთაისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საქართველოს პარლამენტის წევრი გენადი მარგველაშვილი, საჯარო სკოლის დირექტორები და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბადრი ვაშაკიძე.

შეხვედრაზე განხილულ იქნა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ვიზიტის მიზანი იყო რესურსცენტრების, საჯარო სკოლის დირექტორებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის გაზრდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა/განხორციელების პროცესში, მათი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება.

სამოქმედო გეგმის მიხედვით, ქუთაისში 22 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია იგეგმება.