ქობულეთში სასწავლო სახელოსნო აშენდა

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი შალუტაშვილმა ქობულეთში კოლეჯ „ახალი ტალღის“ ახლად აშენებული სასწავლო სახელოსნო დაათვალიერა.

კოლეჯი „ახალი ტალღა“ ავტო საქმის პროგრამების პარალელურად ხის მხატვრული დამუშავების კურსს სთავაზობს ახალგაზრდებს. ამჟამად სასწავლებელში კურსის სრულყოფილად გავლისა და პროფესიონალი კადრების აღზრდისთვის ყველა პირობაა შექმნილი – სახელოსნო აღჭურვილია საჭირო ტექნიკა-დანადგარებით.

 პროექტის ღირებულება 700 ათას ლარზე მეტია და ითვალისწინებს მსუბუქი კონსტრუქციის ცალკე მდგომ ერთსართულიან შენობას, რომლის ძირითადი კონსტრუქცია აგებულია რკინაბეტონის სვეტების, ლითონის კოჭებისა და ფერმერების შეკრული კვანძებით.  მშენებლობა ქვეყანაში არსებული სამშენებლო ნორმებისა და მოთხოვნების სრული დაცვით, ასევე ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდა.

 სახელოსნოს ფუნქციონირება დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას მიიღონ პრაქტიკული პროფესიული განათლება, რაც შემდგომ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დაეხმარებათ.