სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად ახორციელებს პირველკლასელთა პორტაბელური კომპიუტერების დარიგებას. პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში პორტაბელური კომპიუტერების დარიგება დასრულდა. ახალი 2017-2018 სასწავლოს წლისთვის ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრების დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სკოლების ყველა პირველკლასელი მოსწავლე მიიღებს ბუკს.