ქალაქ ხაშურში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა დაიწყო.საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით ფარცვანია შიდა ქართლის რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთნ თამარ ქიტიაშვილთან ერთად პროფესიული კოლეჯის მშენებლობის დაწყების პროცესს გაეცნო.პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება.150 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი შენობა სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო საგანმანთლებლო სტანდარტებთან. შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებულ შენობაში მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მათ შორის მაღალ ტექნოლოგიური სახელოსნოები.გარდა სასწავლო კორპუსისა, სასწავლებლის ეზოში განთავსდება თამანედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი. კოლეჯში შესაძლებელი იქნება რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ისეთი პროფესიების დაუფლება, როგორიცაა: ელექტროობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, შედუღება, იატაკის მოპირკეთება, ქვის სამუშაოების წარმოება, კულინარია, კონდიტერია, ვეტერინარია, მეფუტკრეობა, მებაღეობა, სატყეო საქმე და სხვ.საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს პროფესიული კოლეჯების მშენებლობა საქართველოს მასშტაბით.