სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს ქალაქ ხაშურის №1 საჯარო სკოლის ერთ ფლიგელში. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში შეიცვლება სკოლის სახურავი, კარ-ფანჯარა და ელექტროობა. სკოლაში ასევე მოეწყობა ცენტრალური გათბობა და გარემონტდება საკლასო ოთახები.