პროექტის ფარგლებში სკოლის შენობისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა: ეზოში დაიგო ასფალტის საფარი, შეიცვალა ღობე და ჭიშკარი, მოეწყო გამწვანებული სარეკრეაციო სივრცე და კომბინირებული სპორტული მოედანი.
რესტავრაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს და გუმბათს, მოეწყო სარინელი და პანდუსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
პროექტი, რომლის ღირებულება 250 ათას ლარამდეა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით განხორციელდა.