სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ქალაქ რუსთავში N18 და N22 საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ახორციელებს
სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი სახელმწიფო რწმუნებულთან ქვემო ქართლის რეგიონში გიორგი დოხტურიშვილთან და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან ნინო ლაცაბიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო მიმდინარე პროცესს.
ორივე სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება ჯამში სამ მილიონ ლარამდეა.
შედეგად, 2500-ზე მეტი მოსწავლე სრულფასოვან ზოგად განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში რემონტდება სასწავლო სივრცეები, დერეფნები, სველი წერტილები, სპორტული და სააქტო დარბაზები. იცვლება სახურავი და კარ-ფანჯარა, ეწყობა გათბობისა ელექტრობის ახალი სისტემა. სკოლებში იფუნქციონირებს ექიმისა და რესურს ოთახები.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.