ქალაქ რუსთავის N22 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა



სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ქალაქ რუსთავის N22 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა.

სკოლის მრავალრიცხოვანი კონტინგენტის გათვალისწინებით (1500-მდე მოსწავლე და 103 თანამშრომელი), რეაბილიტაციის პროექტი ეტაპობრივად მიმდინარეობს. სამუშაოების პირველი ეტაპი 2022 წლის წლის ივლისის თვეში დაიწყო და 2023 წლის დასაწყისში დასრულდა.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა შენობის სახურავი, მე-3-ე და მე-4-ე სართულებზე განთავსებული საკლასო ოთახები, სამასწავლებლო და დერეფნები, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, იატაკი და განათება; სკოლაში მოეწყო კომპიუტერული და ელექტრო გაყვანილობის ქსელი, სახანძრო უსაფრთხოების და გათბობის ახალი სისტემა.

სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარამდეა, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი სამშენებლო მასალების გამოყენებით განხორციელდა.

სამუშაოები შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია სკოლის პირველი და მეორე სართულების შიდა კეთილმოწყობითი სამუშაოების განხორციელება.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად აგრძელებს საქართველოს საჯარო სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგანაც თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.