სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა, პირველი მოადგილე ლევან მუშკუდიანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ქალაქ ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
სააგენტოს დირექტორთან და პირველ მოადგილესთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
200 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში, სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი.
შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყობა ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.
სკოლა სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 6 მილიონ ლარზე მეტია.
სააგენტო აქტიურად აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.