ქალაქ კასპში 200 სტუდენტზე გათვლილი, სრულად ადაპტირებული პროფესიული სასწავლებელი აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს შპს „თბილი სახლი“, რომელიც სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ -ს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა. აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 3 893 624 ლარია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძველი შენობის დემონტაჟი. პროფესიული სასწავლებლის სადემონტაჟო-სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების თანახმად დაიწყო მიმდინარე წლის 29 მაისს და დასრულდება 2019 წლის 28 ივნისს.